პირველ კვარტალში საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 301.5 მლნ დოლარამდე (4%-ით) გაიზარდა. საქართველოსთვის ნავთობის და ნავთობპროდუქტების მთავარი საიმპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია, წელს სამ თვეში აქედან 156 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი ვიყიდეთ. მეორე და მესამე ადგილს 53 მლნ დოლარით რუმინეთი და ბულგარეთი იკავებენ.
შარშანდელთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 14%-ით არის გაზრდილი, რუმინეთიდან 29%-ით, ხოლო ბულგარეთიდან ზრდა 78%-ს შეადგენს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი BMG-სთან განმარტავს, რომ ბულგარეთიდან რეალურად რუსული საწვავი შემოდის, რადგან “ლუკოილს” იქ ქარხნები აქვს, თუმცა ქართველ იმპორტიორებს ბულგარეთიდან საწვავის ყიდვა უფრო ძვირი უჯდებათ.
“იმპორტიორებს ბულგარეთიდან წამოღებული პროდუქტი ზღვით შემოაქვთ, რუსეთიდან საწვავი კი ხმელეთით შემოდის. რა თქმა უნდა, ხმელეთით (რკინიგზით შემოტანილი) შემოტანილი უფრო იაფია, რადგან მატარებლით რომ შემოვა აქედან მიმღები ამ შემთხვევაში კომპანიები ვაგონებს საკუთარ ტერმინალებში ჩააყენებენ. მოგეხსენებათ, რომ ყველა კომპანიას ტერმინალები გაშლილი აქვს მთელ ქვეყანაში. ეს უფრო ნაკლები ჯდება ზღვით შემოტანილ ნავთობთან შედარებით. ზღვით შემოტანა ისედაც ძვირია, ამას შემდეგ ემატება ტერმინალებში გადატვირთვა, რაც დამატებით ხარჯებს იწვევს”, – ამბობს იობაშვილი.
წინა კვირებში კლების შემდეგ, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობზე ფასი იზრდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 67 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 64 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 60 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, მთავარი აშშ-ის მთავრობის მხრიდან სავაჭრო ომის წამოწყებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს ზრდის. ამას ისიც ემატება, რომ პრეზიდენტი ტრამპი თითქმის ყოველ კვირა ახალ ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც ეკონომიკურ და გეოპოლიტიკური რისკებს ზრდის.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს. სებ-ის მიერ…
დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი ამოქმედდა. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“…
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი გელა კანდელაკის იუბილესთან დაკავშირებით ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს. 4-დღიანი პროგრამა მაყურებელს რეჟისორის, პროდუსერისა და მსახიობის შემოქმედებას…